წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს BlueGold-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს. მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება შპს გლობალ ჰოლდინგ 25-სა და მომხმარებელს/კლიენტს/გამყიდველს შორის.
შპს გლობალ ჰოლდინგ 25 ს/ნ 406538313 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩა, N3, ბინა N9, რომელიც მოხსენიებული იქნება, როგორც BlueGold.
BlueGold-ის ვებ გვერდით (www.blueGold.ge), მისი კუთვნილი პლატფორმით სარგებლობისა და მომსახურების მიღების წესები და პირობები, რომელიც, მასში შეტანილ ცვლილებებთან და სხვა რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და განიხილება როგორც მომხმარებელთან დადებული ერთიანი ხელშეკრულება.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება წარმოადგენს ცალკეულ მომსახურების ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის მომხმარებელი და შპს გლობალ ჰოლდინგ 25, განცხადების განთავსებისას ან და სასურველი ქონების შეძენის სურვილის გამოთქმის შემთხვევაში.
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
BlueGold (შემდგომში „კომპანია"/„ვებგვერდი") - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს გლობალ ჰოლდინგ 25-ის მიერ, საიდენტიფიკაციო კოდი 406538313, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩა, N3, ბინა N9, წარმოდგენილი მისი დირექტორის დიმიტრი ახალბედაშვილის მიერ. მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს განათავსოს განცხადება, გაყიდოს ქონება BlueGold-ის კუთვნილ ვებგვერდზე. მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება; მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება; პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
ვებგვერდზე განაცხადის რეგისტრაციით, მომხმარებელი/კლიენტი თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ეთანხმება და აღიარებს:
- წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ქონების რეალიზაციის წესებსა და ანაზღაურების პოლიტიკას. ასევე აღიარებს, რომ არის ქმედუნარიანი ფიზიკური პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი.
- BlueGold-ისათვის მიწოდებული ყველა ინფორმაცია/მასალა არის და იქნება ზუსტი და არ არის/არ იქნება ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური. ასევე, არ გამოიყენებთ პლატფორმას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, პოლიტიკური ან/და რელიგიური განცხადებებისთვის.
- არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
- არ გამოიყენებს: ა) სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; ბ) სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნით გ) სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის მონაცემებს განსახიერების მიზნით; დ) სხვა მომხმარებლის ანგარიშს ან/და არ შეეცდებით მოიპოვოთ წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე მათი და ჩვენი თანხმობის გარეშე;
- არ გადასცემს Bluegold-ის პლატფორმების პირად ანგარიშს და ID-ს მესამე პირს ჩვენი თანხმობის გარეშე;
- არ გაავრცელებს ან გამოაქვეყნებს სპამს (SPAM), არასასურველ/საზიანო ელექტრონული კომუნიკაციებს, ჯაჭვურ წერილებს ან პირამიდულ სქემებს და არ გამოიყენებთ მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება პლატფორმიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც: იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული წესებით და პირობებით და კომპანიის პლათფორმებზე განთავსებული კონფიდენციალობის პოლიტიკით ან/და არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური ან/და არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს; მოანიჭებს უნებართვო წვდომის ან BlueGold-ის პლატფორმიდან ავტომატური ან/და არაავტომატური საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც თქვენ კომპანიისგან ნებართვა არ მიგიღიათ.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი/კლიენტი არ ეთანხმება BlueGold-ის რომელიმე სამართლებრივი დოკუმენტის შინაარსს ან/და პირობას, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი ან მოითხოვოს მისთვის მისაღები ხელშეკრულების გაფორმება ინდივიდუალურად, რაზედაც აუცილებელია მიიღოს თანხმობა.
