პერსონალურ მონაცემთა დაცვა
შპს "BlueGold" პერსონალური მონაცემების დამუშავებისას იცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის პირადი ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობას. ორგანიზაცია, როგორც საშუამავლო სერვისების მიმწოდებელი, ახორციელებს კლიენტთა რეგისტრაციის პროცესების მართვას, შესაბამისი ლიდის/ლიდების მოძიებას, კლიენტის საწარმოს ან ქონების გაყიდვის პროცესების მართვას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კლიენტთა, თანამშრომელთა და პარტნიორთა მონაცემთა დაცვას, მათ შორის ფინანსურსა და პროფესიული კავშირის შესახებ (განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემებს. ორგანიზაცია მონაცემებს ამუშავებს კანონის შესაბამისად, კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების საფუძვლის არსებობის პირობებში და შემდეგი პრინციპების დაცვით:
- მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
- მონაცემები უნდა შეგროვდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნისთვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ მიზნებთან შეუთავსებლად;
- მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ("მინიმიზაცია");
- მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული;
- მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნების მისაღწევად, ან კანონით დადგენილი ვადებით;
- მონაცემების არამართლზომიერი დამუშავებისაგან დასაცავად უნდა ამოქმედდეს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, განსაკუთრებით ჯანმრთელობის მონაცემებზე. ორგანიზაცია უზრუნველყოფს მონაცემების დამუშავების ისეთ ორგანიზებას, რომ შეძლოს ზემოაღნიშნული პრინციპებთან შესაბამისობის დასაბუთება.
შპს "BlueGold"-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@bluegold.ge
